ლი კუან იუს გარდაცვალება

სინგაპურის ექსპრემიერი ლი კუან იუ 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

PD-USGov-Military

ლი კუან იუ, რომელმაც სინგაპური პატარა საპორტო ქალაქიდან მდიდარ გლობალურ ჰაბად აქცია, 91 წლის ასაკში საავადმყოფოში პნევმონიით გარდაიცვალა.

ლი კუან იუ სინგაპურის პრემიერმინისტრი იყო, რის შემდეგაც ხელისუფლებაში მუშაობა სხვადასხვა თანამდებობებზე 2011 წლამდე გააგრძელა.

მრავალი მკვლევარი თანამედროვე სინგაპურს თავიდან ბოლომდე ლი კუან იუს ქმნილებად მიიჩნევს, ვინაიდან პრემიერმინისტრის პოსტზე ლი 31 წლის განმავლობაში (1959-1990წწ.) იმყოფებოდა. მას შეარქვეს "კორპორაცია სინგაპურის დიზაინერი”.

კომენტარები