ვიქტორ იანუკოვიჩი

იანუკოვიჩის ვაჟის გარდაცვალებას მისი პარტიის წევრები ადასტურებენ

0 კომენტარი
ვიქტორ იანუკოვიჩი

რუსეთში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩი-უმცროსი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ეს ცნობა რეგიონების პარტიის ყოფილმა წევრებმა შურფიჩმა და ცარიოვმა დაადასტურეს. თუმცა, ოფიციალურად იანუკოვიჩი-უმცროსის გარდაცვალებას ჯერჯერობით არც კიევი და არც მოსკოვი ადასტურებენ.

გავრცელებული ცნობებით, იანუკოვიჩ ბაიკალის ტბაზე, ყინულის ქვეშ ჩავარდნილ მანქანაში იმყოფებოდა. შემთხვევის ამსახველი კადრები ინტერნეტშიც გავრცელდა. შემთხვევის შესახებ ოფიციალურ ცნობაში დაღუპულ ვიქტორ დავიდოვზეა საუბარი, რომლის ასაკი იანუკოვიჩის ასაკს ემთხვევა. მედიის ცნობით, შესაძლოა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის შვილს გვარი შეცვლილი ჰქონდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები