გია სოსანაშვილის საქმე

ადვოკატმა პროკურატურაში სოსანაშვილის საქმის კვალიფიკაციის შეცვლა მოითხოვა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ პროკურატურას მიმართა და საქმის კვალიფიკაციის შეცვლა მოითხოვა. ადვოკატის თქმით, სოფელ ყარაფილაში აფეთქების დროს ვაზაგაშვილი სასაფლაოზე მარტო იმყოფებოდა და სხვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. შესაბამისად, მომხდარი არ უნდა შეფასდეს, როგორც განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა.

აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციის მიუხედავად, ბრალდებული გია სოსანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი მისი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ იმსხვერპლა.

კომენტარები