აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რესპუბლიკელ ტედ კრუზს სურს

ტედ კრუზი
huffingtonpost.co.uk

რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. სენატორმა ამის შესახებ საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

კრუზი 2016 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის პირველი პრეტენდენტია. მას კანდიდატობისთვის ბრძოლა ჯერ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზზე მოუწევს, სადაც, სავარაუდოდ, ათამდე მეტოქე ეყოლება. ტედ კრუზი ტეხასის შტატიდან არჩეულ პირველი ლათინოამერიკული წარმოშობის სენატორია. იგი ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმის რადიკალ მოწინააღმდეგედ არის ცნობილი.

2016 წლის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს პრაიმერიზის წესით დემოკრატიული პარტიაც გამოავლენს, ყველაზე მეტ შანსს ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს უწინასწარმეტყველებენ.

კომენტარები