განაჩენი ჯაშუშობის საქმეზე

სოჭში მცხოვრები ქართველისთვის ჯაშუშობისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა

РИА Новости

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი სოჭის მცხოვრები ეკატერინე ხარებავას მიმართ, რომელსაც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ხარებავას ბრალი 2013 წელს წარედგინა. გამოძიების ვერსიით, ხარებავამ, რომელის სოჭის ერთ-ერთ ბაზრობაზე გამყიდველად მუშაობდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მიმართულებით რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილება შენიშნა და ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელს შეატყობინა.  

განაჩენი დაცვის მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ხარებავას ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამხედრო ან საიდუმლო ინფორმაციასთან შეხება არასდროს ჰქონია. თუმცა, უმაღლესმა ინსტანციამ კრასნოდარის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

სასჯელს ხარებავა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. 

 

კომენტარები