საპატრულო პოლიცია

გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანში საპატრულო პოლიციის მანქანას ესროლეს

metro.us

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დღეს დილით, გურჯაანში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მანქანას ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო მანქანის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დაადგენს, თუ როგორ დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის მანქანა.

გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კომენტარები