IRI-ის კვლევა

IRI: 24% ფიქრობს, რომ პრობლემების მოგვარებას ქართული ოცნება შეძლებს, 10% - ენმ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24%-ს სჯერა, რომ პრობლემებს კოალიცია ქართული ოცნება მოაგვარებს, ხოლო 10% ამ კუთხით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ენდობა. რაც შეეხება თავისუფალ დეოკრატებს, ლეიბორისტულ პარტიას, პატრიოტთა ალიანსს და ნინო ბურჯანაძის პარტიას, მათ გამოკითხულთა ნდობის თანაბარი 2-2% ერგოთ.

პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა, რომ პრობლემებს მოაგვარებენ, გამოკითხულთა 20%-ს საერთოდ არ აქვს. კვლევაში მონაწილეთა სწორედ ამდენი პროცენტი ფიქრობს, რომ პრობლემების მოგვარებას ვერც ერთი არსებული პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს. კითხვაზე პასუხზე უარი თქვა გამოკითხულთა 37%-მა.

კომენტარები