IRI-ის კვლევა

IRI: ყველაზე მეტად მთავრობის და პარლამენტის მიმართ ნდობა შემცირდა

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობის მიმართ იკლო ნდობის მაჩვენებელმა. თუ წინა კვლევის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს გამოკითხულთა 69% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 48%-ია. მთავრობის მიმართ ნდობა 21%-ით არის შემცირებული.

მეორე ადგილზე ამ მხრივ საქართველოს პარლამენტია. ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა 19%-ით შემცირდა. წინა წელს თუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გამოკითხულთა 68% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 49%-ია.

აღსანიშნავია, რომ IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნდობამ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ იკლო.

კომენტარები