ტრანსპორტი

ავიაკატასტროფამ Airbus-ისა და Lufthansa-ს აქციების რყევა გამოიწვია

0 კომენტარი
ფოტო: Alamy

DW-ის ცნობით Lufthansa-ს შვილობილი კომპანიის Germanwings-ის Airbus A320-ის ავიაკატასტროფამ Lufthansa-სა და Airbus-ის აქციების ღირებულების კლება გამოიწვია. Lufthansa-ს აქციების ღირებულება გუშინ 2%-ით შემცირდა, ამდენითვე შემცირდა Airbus-ის აქციების ღირებულება. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, მოძველებული იყო. 

Germanwings ძირითადად Lufthansa-ს მოძველებული თვითმფრინავებით დაფრინავს, ის თვითმფრინავიც, რომელიც გუშინ ჩამოვარდა, 24 წლის იყო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის კარსტენ სპორის თქმით, ეს დღე კომპანიის ისტორიაში ყველაზე შავ ლაქად დარჩება.

ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, შემთხვევის გარემოებების გათვალისწინებით, გადარჩენილი არავინაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები