პაკისტანი-თალიბანი

შეტაკებებს თალიბანთან დაკავშირებული 30 მებრძოლი ემსხვერპლა

dailytimes.com.pk

პაკისტანის რეაქტიული თვითმფრინავების საჰაერო შეტაკებებს, რაც პაკისტანისა და ავღანეთის სასაზღვრო მთიან რეგიონში მოხდა, თალიბანთან კავშირში მყოფი 30 მებრძოლი, მათ შორის, დაჯგუფების პრესსპიკერი, ემსხვერპლა.

შეტაკებებში მოკლული 30 პირი Lashkar-e-Islam-ის წევრები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ ამ დაჯგუფებამ თალიბანთან თანამშრომლობა ამ თვის დასაწყისში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანი და ავღანეთის თალიბანი დაახლოებით ერთსა და იმავე ჯიჰადისტურ იდეოლოგიას იზიარებენ, თუმცა ცალ-ცალკე ჯგუფებად მოქმედებენ. პაკისტანელი მებრძოლები ძირითადად სახელმწიფო ძალების დამხობასა და მკაცრი ისლამური მმართველობის შექმნაზე არიან ორიენტირებული.

შეტაკებები ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობების შედარებით დათბობის ფონზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც ავღანეთის ხელისუფლების სათავეში აშრაფ განი მოვიდა.

პაკისტანელი ოფიციალური პირების თქმით, ისინი ავღანეთის თალიბანთან ურთიერთობების დალაგებას სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით ცდილობენ.

კომენტარები