ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ღარიბაშვილი: არ იგეგმება არცერთი მინისტრის გადახედვა ან გათავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ამ ეტაპზე არ იგეგმება არცერთი მინისტრის გადახედვა ან გათავისუფლება. საოცარია, ზოგადად, ამდენი სპეკულაციები მედიაში, თუმცა, მესმის, ხშირად უფრო გაინტერესებთ ასეთი სენსაციური ინფორმაციები, თუმცა, რაიმე სენსაციას არ გპირდებით უახლოეს მომავალში. რომ გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით ვარ კმაყოფილი, არ იქნება ალბათ მთლად გულწრფელი ნათქვამი. მე, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვთხოვ უფრო მეტს. მაქსიმუმის გაკეთება უნდა შევძლოთ ჩვენ და იგივე მოწოდება მაქვს მე მინისტრებისადმი. მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ მეტი ინიციატივა აიღონ მათ. მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ჩვენი ხალხისთვის. ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები