ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერმინისტრმა არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა

პრემიერი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

გამოცემა "17 მაისის" მიერ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, მიაჩნია თუ არა პრემიერმინისტრს ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად ან ცოდვად, ირაკლი ღარიბაშვილმა ამჯერადაც არ უპასუხა. გამოცემის განცხადებით, ღარიბაშვილს ამგვარი კითხვით წარსულშიც მიმართეს, ღარიბაშვილმა კი მათ დამცინავი კომენტარით უპასუხა. "თქვენ ვინ ხართ?!" - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტს.

ლგბტ უფლებებზე ორიენტირებული გამოცემა, მთავრობის წევრებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის სხვა წარმომადგენლების გამოკითხვას აწარმოებს ჰომოსექსუალობის რაობის შესახებ.

დღესვე, იმავე გამოცემის კითხვაზე - რიგის სამიტის წინ რამდენად მნიშვნელოვანია, ლგბტ უფლებადამცველებმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ისე აღნიშნონ, რომ მათი უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყოს, პრემიერმა უპასუხა:

"ჩვენ ყველა მოქალაქეს ვიცავთ და დავიცავთ მომავალშიც. ჩვენ ასე გავაკეთეთ გასულ წლებშიც და არ ვთვლი, რომ დღეს, ამ კუთხით, რამე განსაკუთრებული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს არ არის საკითხი, რომელზეც რაღაც განსაკუთრებული აჟიოტაჟის ატეხვა არის საჭირო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები