ზურაბ რუსიშვილი

ზურაბ რუსიშვილი ტელეკომპანია თრიალეთისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: topnews.mediamall.ge

შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებული, ზურაბ რუსიშვილი ტელეკომპანია თრიალეთისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტის განცხადებით ზურაბ რუსიშვილს ატენში მშენებარე სახლი და ბიზნესი აქვს. დღეს ამ განცხადებაზე პრემიერმინისტრს მწვავე რეაქცია ჰქონდა და ბრალდებებს ცილისწამება უწოდა.

ზურაბ რუსიშვილმა ჟურნალისტებს ატენში მდებარე ქონება აჩვენა, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მემკვიდრეობით მიღებული საკარმიდამო ნაკვეთი და მშენებარე სახლი აღმოჩნდა. გუბერნატორის განცხადებით, მშენებლობა სამი წელია მიტოვებულია. სხვა ქონება კი ატენში არ გააჩნია.

„არანაირ ბიზნესებს ზურაბ რუსიშვილი არ ფლობს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვ, ტელეკომპანია თრიალეთმა კეთილი ინებოს, ან დაადასტუროს თუ რა ბიზნესებს ვფლობ მე, თუ არადა, დღესვე ვურჩევდი, ბოდიში მოიხადოს ამ განცხადებებისთვის. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, ამ საკითხის განხილვა სასამართლოში მოგვიწევს“, - განაცხადა რუსიშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები