აქცია გლდანში

გლდანში კონკურსში ჩაჭრილი მოადგილეებისა და გამგებლის გადადგომა მოითხოვეს

ტაბულა

გლდანის რაიონის გამგეობასთან გლდანის მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მთავარი მოთხოვნა კონკურსში ჩაჭრილი მოადგილეებისა და გამგებლის გადადგომა იყო. აქციის მონაწილეები სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ამოქმედებასაც ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებს გამგებლისთვის განცხადებით მიმართვა სურდათ, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მოქალაქეები და ჟურნალისტები გამგეობის შენობაში არ შეუშვეს.

აქციაზე საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული.

კომენტარები