საქართველოს 18 წლამდე ნაკრები

რაგბიში საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ირლანდიის ნაკრები დაამარცხა

site.rugby.ge

საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა.
ანგარიში გელა აფრასიძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა. ირლანდიამ ასევე საჯარიმო დარტყმით მალევე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი ლელოც დადეს და პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით, 8:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში ქართველებმა ლელო გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს. ლელო ლევან ჭავჭავაძემ გაიტანა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 8:8 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთ-ხუთი დარტყმა დაინიშნა. ქართველებიდან ჯარიმა ზუსტად შოთა არეშიძემ, მირიან მოდებაძემ და დავით მოძღვრიაშვილმა დაარტყეს, ირლანდიამ კი 5-დან მხოლოდ ერთი გაიტანა და 3:1 დამარცხდა.

ირლანდიის ნაკრების დამარცხებით ქართველმა მორაგბეებმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში 31 მარტს, ბორჯღალოსნები იტალიას დაუპირისპირდებიან.

კომენტარები