ძარცვა

საკუთარი მანქანაში მჯდომ სავალუტო ჯიხურის თანამშრომელს 40 000 ლარი წაართვეს

metro.us

სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით 1951 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვალერ ბ. დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 16 მარტს, ზუგდიდში, ავტომანქანით გზა გადაუღობა მანქანას, რომელსაც სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი, ნინო ბ. მართავდა. მან ჩაამტვრია ავტომანქანის საქარე მინა და ავტომანქანაში მჯდარ მეორე ქალს ხელიდან ჩანთა გასტაცა, რომელშიც 40 000 ლარი იყო.

სამართალდამცველებმა დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმრთველო აწარმოებს.

კომენტარები