ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

კვიციანი: ხარძიანი პატრიოტთა ალიანსში გაწევრიანებას გეგმავდა

მოკლული ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი პოლიტიკურ საქმიანობას და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გაწევრიანებას გეგმავდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა განაცხადა.

კვიციანის თქმით, იგი ხარძიანს მის მკვლელობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე შეხვდა და ესაუბრა.

„ჩვენი საზოგადოებრივი მოღვაწეობა უნდა გაგვეძლიერებინა, ერთად გადავწყვიტეთ, რომ პატრიოტთა ალიანსში უნდა ვყოფილიყავით", - განაცხადა კვიაციანმა.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

 

კომენტარები