ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

სესიაშვილი: შეტევა წინა ხელისუფლების მსხვერპლ პირებზე ხორციელდება

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მოჯკული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახს მიუსამძიმრა და თქვა, რომ "ეს არის გამოცხადებული ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ".

"მე ამ განცხადებას ვამბობ, როგორც საზოგადოების წევრი და ასევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც მკვლელს, ასევე შემკვეთს, ვიპოვნით და პასუხს ვაგებინებთ," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა რუსთავი 2-ს ეთერში.

„ჩვენ გვახსოვს იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი ძალიან საშინელი მკვლელობა. გამოძიებამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ველოდით და ეს საქმე გამოიძია. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ რაც არ უდნა რთული იყოს საქმე, რაც არ უნდა გვქონდეს წინაღობა და რაც არ უდნა კარგად დაგეგმონ მკვლელებმა, ჩვენ ამ საქმეებს გამოვიძიებთ და ასეთივე ბედი ეწევა , დარწმუნებული ვარ, ბესიკ ხარძიანის მკვლელს", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, "ამას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ყველა დამნაშავე დაისჯება, არა მარტო ეს მკვლელები, არამედ ისინიც, ვინც წლების მანძილზე აი ამ ვითარებამდე მიიყვანა მდგომარეობა. ამაში ვგულისხმობ სწორედ იმას, თუ რა მძიმე ცხოვრება და ტრაგედია გადაიტანა ბესიკ ხარძიანმა აი ამ წლების მანძილზე, როდესაც გახდა იმ რეჟიმს მსხვერპლი".

სესიაშვილმა აღნიშნა, რომ „შეტევა ხორცილდება იმ პირებზე, რომლებიც იყვნენ წინა ხელისფლების მსხვერპლი და რომლებიც ცდილობდნენ სამართლიანობის აღდგენას ჩვენი ხელსუფლების პირობებში".

კომენტარები