ქართველი სამხედროები ავღანეთში

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა საინფორმაციო ოპერაცია ჩაატარეს

facebook.com/mod.gov.ge

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართულმა კონტიგენტმა საინფორმაციო ოპერაცია ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ ჩეზაიში მოსახლეობას ავღანურენოვანი საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.

ჯარისკაცებთან ერთად ოპერაციაში 51-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია მონაწილეობდა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას კოალიციურ ჯარებთან და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა პირადად აუხსნა.

საინფორმაციო ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა. ღონისძიების მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასა და კოალიციურ ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

კომენტარები