თბილისის მერია

მერია: მელიქიშვილის 49-დან გასახლებულ ოჯახებს ფართით და ქირით უზრუნველყოფენ

amerikiskhma.com

მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ გამოსახლებული ორი ოჯახისთვის, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ საცხოვრებელი ფართი უკვე გამონახა და ისინი ბინაში დღესვე შევლენ. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერია ასევე აღნიშნავს, რომ როგორც მთაწმინდის, ისე თბილისის სხვა რაიონების გამგეობები მზად არიან, დანარჩენი გამოსახლებული 10 ოჯახი ბინის ქირით უზრუნველყონ. ამისათვის გამოსახლებულებმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა მონახონ 300 ლარამდე ღირებულების გასაქირავებელი ბინა, რომლის ქირასაც შესაბამისი გამგეობა გადაიხდის.

მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ კერძო მესაკუთრის მოთხოვნით 12 ოჯახი იქნა გამოსახლებული. გამოსახლებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. თბილისის მერიის ცნობთ, მესაკუთრემ შენობაში უკანონოდ შეჭრილები გასახლების თაობაზე წინასწარ გააფრთხილა, ხოლო მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, ამ ოჯახების პრობლემის მოგვარების მიზნით, მათ მუნიციპალურ თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა, რაზეც ოჯახებმა უარი თქვეს.

კომენტარები