პრეზიდენტის მოხსენება

პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი დღეს ბიუროს სხდომაზე გადაწყდება

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატის შესახებ დეპუტატები დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. დღეს დაზუსტდება, იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ დებატები და მივა თუ არა მთავრობა პარლამენტში.

საპარლამენტო ოპოზიცია ბიუროს სხდომაზე დებატების მოთხოვნის დაყენებას აპირებს, უმრავლესობის ნაწილი კი დებატების წინააღმდეგია.

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ხვალ წარდგება. უკვე ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე ისაუბრებს.

კომენტარები