კრიმინალი

შსს: ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 16 პირია მხილებული

Getty Images

შსს-ს ცნობით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 16 პირია მხილებული.

უწყების განცხადებით, სამართალდამცველებმა ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში უკანონოდ მოჭრილი, სარეალიზაციოდ გამზადებული 65 კუბური მეტრი სამასალე მერქანი ამოიღეს და 11 უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები