საყდრისის დაცვის კომიტეტი

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა საპროტესტო აქცია გამართა

რუსთავი 2

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, საყდრისის შეუსწავლელ ნაწილზე შეჩერდეს ნგრევა და არქეოლოგიური ინფორმაციის ამოსაღებად ობიექტზე მეცნიერები დაუშვან. მათ თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით - "შეაჩერე საყდრისის ნგრევა", "შეაჩერე ვანდალიზმი, ნუ გახდები ჰეროსტრატე", "შეწყდეს მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს ნგრევა" და სხვ.

აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ. 

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი მომავალი კვირიდან საყდრისის გადარჩენის მოთხოვნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავს. 

კომენტარები