ამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინაში

ამერიკელი სამხედროები უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას 20 აპრილიდან დაიწყებენ

AFP

ამერიკელი სამხედროები უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას 20 აპრილიდან დაიწყებენ - ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა. ამერიკის 173-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის 290 ინსტრუქტორი ლვოვის ოლქში გრძელვადიან მანევრებს უკრაინის ეროვნულ გვარდიასთან ერთად დაიწყებს.

მინისტრის ცნობით, ამერიკელი სამხედროების მისია ექვს თვეს გაგრძელდება. მანამდე უკრაინაში 75 სამხედრო ინსტრუქტორი დიდმა ბრიტანეთმა მიავლინა.

კომენტარები