პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას დებატები არ იქნება

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტში პრეზიდენტის ხვალინდელი გამოსვლის ფორმატი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც გადაწყდა, გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას დებატები არ იქნება.

ასევე ცნობილია, რომ, გარდა პრეზიდენტისა, ფრაქციების თავმჯდომარეებიც გამოვლენ სიტყვით და თითოეულისთვის 15 წუთი იქნება გამოყოფილი.

პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლას დაესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. რაც შეეხებათ მინისტრებს, როგორც ამასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე ითქვა, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მინისტრს მოსვლის და დასწრების შესაძლებობა ექნება, მაგრამ ამას პარლამენტი ვერ დაავალდებულებს.

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ წარდგება. გამოსვლა 13:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები