საპატრულო პოლიცია

შსს გურჯაანში პატრულის თანამშრომლების ცემის ფაქტს არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციას, რომ გურჯაანში, მძღოლმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სცემა. როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმეს და ის არ დადასტურდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით კი, მძღოლი, რომელიც პოლიციელებმა გააჩერეს, არ დაეთანხმა მათ შენიშვნას, რომ ღვედის გარეშე მოძრაობდა, რამაც ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ICK-ს თვითმხილველებმა უთხრეს, მას შემდეგ რაც მძღოლმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართა, რომ ღვედის გარეშე არ მოძრაობდა, პოლიციელებმა ის დაადანაშაულეს, რომ მანქანის მართვის დროს მობილური ტელეფონით საუბრობდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მძღოლი ამასაც არ დაეთანხმა, თუმცა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა გადაწყვიტეს.

"მის მიერ პროტესტის გამოთქმის შემდეგ, პოლიციელებმა მძღოლის დაკავება სცადეს, რა დროსაც მძღოლმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძღოლი მას შემდეგ დააკავეს, რაც ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი გამოცხადდა", - წერს ICK.

კომენტარები