თავდასხმა სომალიში

სომალიში თავდასხმას 20 ადამიანი, მათ შორის, გაეროს დიპლომატი ემსხვერპლა

EPA

სომალიში სასტუმროზე განხორციელებულ შეიარაღებულ ალყას 20 ადამიანი, მათ შორის, გაეროში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი, იუსუფ მოჰამედ ისმაილ ბარი-ბარი, ემსხვერპლა.

შეტაკებები მას მერე დაიწყო, რაც შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ მოგადიშოს სასტუმროს ალყა შემოარტყეს. სომალის მთავრობის წევრების თქმით, იუსუფ მოჰამედი შეიარაღებული ალყის დროს სასტუმროში იმყოფებოდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამისტ მებრძოლთა ჯგუფმა, ალ-შაბააბმა აიღო. ჯგუფის წევრების თქმით, მათ სამიზნედ ეს სასტუმრო იმიტომ იქცა, რომ იქ ჯაშუშები და ოფიციალური პირები იყვნენ დაბინავებული.

კომენტარები