სავიზო რეგულაციები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სავიზო რეგულაციებზე TI-ის ინიციატივა მოისმინეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინიციატივა მოისმინეს, რომელიც "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. დეპუტატების განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებსა და მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას შორის, რომელიც სავიზო რეჟიმის გამარტივებას ითვალისწინებს, ბევრი მსგავსებაა. საერთაშორისო გამჭვირვალობის აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს მიაჩნია, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივაში რჩება საკითხები, რომელთა უკეთ გაწერა შეიძლება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მომავალშიც, უკვე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაგრძელდება. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში საკუთარი კანონპროექტი საქართველოს მთავრობამაც შეიტანა - მთავრობას სურს, მის მიერვე დაწესებული სავიზო რეგულაციები გაამარტივოს.

კომენტარები