შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბაზიაშვილი: შსს პოლიციას ებრძვის და კრიმინალის სტატისტიკას აყალბებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

"შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციას ებრძვის და კრიმინალის სტატისტიკას აყალბებს", - ამის შესახებ გათავისუფლებულმა პოლიციელმა რუსლან ბაზიაშვილმა პროკურატურასთან განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო კრიმინალების ნაცვლად პოლიციას დევნის. 

"სახელმწიფო იმის მაგივრად, რომ ებრძოდეს კრიმინალს, ებრძვის პოლიციას. იმალება ის ვითარება, რაც საქართველოში ხდება კრიმინალის კუთხით. სამინისტრო აყალბებს მონაცემებს. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ რეალური ინფორმაცია მიმეწოდებინა დეპუტატისთვის. არავითარ ფულზე აქ საუბარი არ იყო", - აცხადებს ბაზიაშვილი.

შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ამ წუთებში დაკითხვაზე პროკურატურაში იმყოფება. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. შსს-ს განცხადებით, ბაზიაშვილმა შსს-ს ბაზაში არსებული დაცული ინფორმაცია ენმ-ის წევრს, გივი თარგამაძეს მიაწოდა. ამისთვის, ბაზიაშვილი და სხვა ცხრა პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

საქმეზე მოწმის სახით უკვე დაკითხეს დეპუტატი გივი თარგამაძე. 

კომენტარები