ტაბულა

ტაბულა: მაგთისატი საკუთარ აბონენტებს ატყუებს

ტაბულა

ტელეკომპანია ტაბულა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტაბულასა და მაგთისატს შორის კონტრაქტი ამ უკანასკნელის ინიციატივით, მაგთისატის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგად გაწყდა. მაგთისატის აბონენტი მაყურებლები ტაბულას ატყობინებენ, რომ მათ პრეტენზიებს კომპანია შემდეგნაირად პასუხობს: "კონტრაქტი ტაბულამ გაწყვიტა".

მაყურებლების ჩივილების გადამოწმება ტაბულამაც სცადა და მაგთისატში დარეკა კითხვით, რატომ ამოიღეს პაკეტიდან ტელეკომპანია ტაბულა. ოპერატორმა გვიპასუხა, რომ "ტაბულას რაც შეეხება, 25 მარტს გაითიშა, ხელშეკრულება შეწყვიტა ამ არხმა. ამიტომ გაითიშა და სხვა არხი ჩაირთო". კითხვაზე, "თავად ტელეკომპანიამ გაწყვიტა ხელშეკრულება?", მაგთისატში გვითხრეს, რომ "ხელშეკრულება შეწყვიტა ტაბულამ".

ტელეკომპანია განმარტავს, რომ ეს არის ტყუილი და გამოთქვამს გაკვირვებას, რომ კომპანია რეპუტაციაზე არ ზრუნავს და ტყუილების გავრცელებითაა დაკავებული.

"კონტრაქტის პირობები დაარღვია მაგთისატმა. 5 000 დოლარის გადახდა მოგვთხოვა იმ მომსახურებაში, რასაც ადრე უფასოდ, ხოლო რაღაც პერიოდის განმავლობაში ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა. მივმართავთ მაგთისატის დირექტორს, ბატონ დევიდ ლის და მაგთისატის მფლობელს, გიორგი ჯოხთაბერიძეს, შეწყვიტოს კომპანიამ ტაბულას პაკეტიდან ამოღებით შეწუხებული საკუთარი აბონენტების მოტყუება", - აცხადებს ტელეკომპანია ტაბულა.

კომენტარები