საჯარო ფინანსები

მთავრობა დაუბეგრავ მინიმუმს ბოლოჯერ გასცემს

iStockPhoto

მათ ვისაც 2013 და 2014 წლების მანძილზე მიღებული აქვთ 6000 ლარზე ნაკლები რეგისტრირებული შემოსავალი, სახელმწიფოსგან დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნის უფლება აქვს. თითოეულ მოქალაქეს მაქსიმუმ 1800 ლარის მოთხოვნის უფლება აქვს. დაუბერგავი მინიმუმის დაბრუნებისთვის მოქალაქეებს დეკლარაციის შევსება 30 სექტემბრამდე შეეძლებათ. თანხის მიღება დეკლარაციის შევსებიდან სამი თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

გასულ წელს სახელმწიფომ დაუბეგრავი მინიმუმის სახით 138 მილიონი ლარი გასცა. თუმცა მთავრობამ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება მხოლოდ ორი წლის მანძილზე დატოვა, რის გამოც დაუბერგავი მინიმუმის აღება 2016 წელს აღარ იქნება შესაძლებელი. 

კომენტარები