პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

სანიკიძე: ფიზიკურად ვერ მოვასწარი პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრება

ტაბულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას აუცილებლად მოისმენს, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა.

"ფიზიკურად ვერ მოვასწარი, მაგრამ აუცილებლად გავეცნობი, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველისთვის და რიგითი მოქალაქისთვის საინტერესო უნდა იყოს, რის თქმას აპირებს პრეზიდენტი. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად მოვისმენ დეტალურად", - განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები