რუსლან ბაზიაშვილის დაკითხვა

ბაზიაშვილს პროკურატურაში სავარაუდოდ კვლავ დაიბარებენ

ტაბულა

პოლიციის ყოფილ თანამშრომელ რუსლან ბაზიაშვილის თბილისის პროკურატურაში დაკითხვა დასრულებულია. მისი თქმით, გამომძიებელთა 15-ვე კითხვას ამომწურავად უპასუხა. ბაზიაშვილის განცხადებით, როგორც დაკითხვაზე უთხრეს, შესაძლოა, პროკურატურაში კიდევ დაიბარონ. ბაზიაშვილი კვლავ თვლის, რომ სწორად მოიქცა, როდესაც ინფორმაცია გაასაჯაროვა.

რუსლან ბაზიაშვილი დაკითხვაზე დღის 12 საათიდან იმყოფებოდა. ყოფილი პოლიციელი, რომელიც სამსახურიდან გივი თარგამაძისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში დაცული ინფორმაციის გადაცემის საბაბით გაათავისუფლეს, უწყებაში მოწმის სტატუსით დაიბარეს. ამავე საკითხზე გასულ კვირას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, გივი თარგამაძეც დაკითხეს. 

კომენტარები