თურქეთი

თურქეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

თურქეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის სტამბოლისა და ანკარას უბნების უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტამბოლში მეტრო და ტრამვაი გაჩერდა, ჩაქრა შუქნიშნები, რის გამოც ქალაქში საცობები შეიქმნა.

ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ეს ყველაზე დიდი ავარიაა ქვეყნის ენერგოსისტემაში 15 წლის განმავლობაში. მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ხელისუფლება აცხადებს, რომ მიზეზი სავარაუდოდ გადამცემი ხაზების დაზიანება გახდა, თუმცა არ არის გამორიცხული ტერორიზმის ვერსიაც.

კომენტარები