ერაყი

ერაყმა ტიკრიტი ისლამური სახელმწიფოსგან გაათავისუფლა

www.frontpagemag.com

ერაყის შეიარაღებულმა ძალებისა და ისლამური სახელმწიფოს შორის მიმდინარე შეტაკებები ქალაქ ტიკრიტთან დაკავშირებით, ერაყისთვის წარმატებით დასრულდა, მან ქალაქი უკან დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის პრემიერმინისტრი, ჰაიდერ ალ-აბადი ავრცელებს.

"ტიკრიტის ოპერაციამ გვაჩვენა, რომ წარმატებული შედეგის მიღწევა მინიმალური სამხედრო დანაკარგითაა შესაძლებელი. ამდენად, ოპერაციები სხვა ტერიტორიებზეც გაგრძელდება, ჩვენ ვეცდებით, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ძალისხმევა არ დავზოგოთ", - განაცხადა ალ-აბადიმ.

საჰაერო იერიშებმა, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლებსა და ერაყის შეიარაღებულ ძალებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ერაყელი ჯარისკაცების ქალაქში გადაადგილება შესაძლებელი გახადა. ჯარისკაცების თქმით, ისინი შენობებში ათეულობით ასაფეთქებელ მოწყობილობას წააწყდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტიკრიტი, რომელიც დასავლური სამყაროსთვის ცნობილი გახდა, როგორც ერაყელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის, დაბადების ადგილი, ISIS-მა ხელთ იგდო ივნისში. პირველ მარტს ჰაიდერ ალ-აბადმა ტიკრიტისა და სალაჰედინის პროვინციების აღების ბრძანება გასცა. პროვინციების დაბრუნების რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

კომენტარები