პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

უსუფაშვილი: იმედია, ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობა იქნება

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ყველა იმ თემაზე, რაზეც დღეს პრეზიდენტმა ისაუბრა, დისკუსია ისევ გაგრძელდება.

"სასაუბრო ბევრი გვაქვს, ბევრს გვაქვს სათქმელი. იმ იმედით, რომ გვექნება საშუალება ყველა იმ საკითხზე, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა მოგვახსენა, რომელზეც დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება, კიდევ ვისაუბრებთ სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტისას, კანონების მიღების დროს, დებატების დროს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ასევე იმედს იტოვებს, რომ ერთი წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში მივა, საქართველოში უკეთესი მდგომარეობა იქნება.

"ჩვენ დღეს ყველამ შევძელით გასული წლის უმთავრესი მიღწევების თუ პრობლემების წარმოჩენა. ეს იყო ხანგრძლივი პერსპექტივის ანალიზი. ასევე მომავალი წლის განმავლობაში გვექნება ამ და სხვა თემებზე საუბარი და ერთი წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტი ჩვენთან მობრძანდება, გვექნება უკეთესი მდგომარეობა. ეს არის ჩვენი იმედი და გულწრფელი სურვილი. დარწმუნებული ვარ, ყველას ეს გვინდა, უბრალოდ, გვინდა სხვადასხვა გზით და საშუალებებით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები