ლარის გაუფასურება

ლარი კვლავ გაუფასურდა - ერთი აშშ დოლარი ხვალ 2.24 ლარი ეღირება

ლარის სიმბოლო
nbg.ge

ლარის გაუფასურება კვლავ გრძელდება - ეროვნული ვალუტა 0.0072 ლარით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, პირველი აპრილიდან 1 დოლარის შეძენა 2.2347 ლარად იქნება შესაძლებელი.

დღევანდელი კურსით კი 1 დოლარის ფასი 2.2275 ლარი იყო. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაში.

ხვალიდან 1 ევრო 2.3990 ლარი ეღირება. დღევანდელი მონაცემებით კი 1 ევროს შეძენა 2.4139 ლარად იყო შესაძლებელი.

კომენტარები