სახალხო დამცველის ანგარიში 2014

ომბუდსმენი: სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად მრავალი გამოწვევაა დასაძლევი

ombudsman.ge

სახალხო დამცველმა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიში წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი.

"მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმა, სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი. წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა წინადადების განხილვისას შემოიფარგლა შაბლონური პასუხით, რომ მოსამართლეების მხრიდან არ დასტურდებოდა შესაბამისი გადაცდომები", - წერია ანგარიშში.

კომენტარები