სახალხო დამცველის ანგარიში 2014

ომბუდსმენი: ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ვითარება კვლავაც საგანგაშოა

0 კომენტარი

სახალხო დამცველმა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიში წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის კუთხით ვითარება კვლავაც საგანგაშო და შემაშფოთებელია.

"ვითარება კვლავაც საგანგაშო და შემაშფოთებელია ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის კუთხით. განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე და არასრულწლოვანთა ცხოვრების არასათანადო დონე, მიუწვდომელი სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურება. ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება, ბავშვთა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან რეგიონებში ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. პრობლემას წარმოადგენს განათლების დაბალი ხარისხი, პედაგოგთა არასაკმარისი კვალიფიკაცია, ინკლუზიური განათლების არასათანადო დანერგვა და ფიზიკური გარემოს უხარისხო ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში არსებობს აღსაზრდელთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, განათლების უფლების სათანადოდ განხორციელების და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის პრობლემები. კვლავ აქტუალურია არასრულწლოვან ბრალდებულთა განცალკევების საკითხი სრულწლოვანი პატიმრებისგან", - წერია ანგარიშში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები