სახალხო დამცველის ანგარიში 2014

ომბუდსმენი: პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მონაცემთა ერთიანი ბაზის არარსებობა

ombudsman.ge

სახალხო დამცველმა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიში წარმოადგინა, სადაც უსახლკაროთა პრობლემებზეა საუბარი.

"პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მონაცემთა ერთიანი ბაზის არარსებობა, რის გამოც უცნობია საქართველოს მასშტაბით თავშესაფრის საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა. ერთ–ერთ მთავარ პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მიზნობრივი დახმარებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში გამოყოფილი ფინანსური სახსრების ნაკლებობა. სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა ხელვაჩაურში, ბათუმთან მდებარე ე.წ. „მუყაოს დასახლებაში",-ვკითხულობთ დოკუმენტში.

გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ წინა წლების მსგავსად კვლავაც საგანგაშოა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ათიათასობით ოჯახის მდგომარეობა - სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება ის პროგრამები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ეკომიგრანტის განსახლებულ პუნქტში ადაპტაცია და რეგიონში დამკვიდრება.

კომენტარები