საყდრისი

ენმ საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ ითხოვს. სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის წერილი გაასაჯაროვა. თომას შტოილერი, რომელიც გათხრებში მონაწილეობდა, ადასტურებს, რომ საყდრისის საბადო არის ყველაზე ძველი მსოფლიოში აღმოჩენილთა შორის. გერმანელი მეცნიერი საბადოს აფეთქებას ისლამური სახელმწიფოს მიერ ერაყში უძველესი ძეგლების განადგურებას ადარებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებიც. მათ დღეს პარლამენტში ფოტოგამოფენა მოაწყვეს. კომიტეტის წევრების თქმით, ისინი შეეცდებიან, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ პარლამენტარებს საყდრისის შესახებ და იმედი აქვთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საყდრისთან დაკავშირებით გუშინ, ყოველწლიურ მოხსენებაში ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმაც და ძეგლის აფეთქება სასამართლოსადმი უპატივცემულობად შეაფასა. 

კომენტარები