ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო. ის 15 აპრილს ჩაინიშნა. დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებში ტექნიკური ხარვეზები იყო და მოსამართლემ პროკურორს მათ აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა მისცა. 

პროკურორის განცხადებით კი, სხდომის გადადების მიზეზი იყო ის, რომ მოსამართლეს ორივე - დაცვისა და ბრალდების მხარეების მტკიცებულებებთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა.

სასამართლოში იმყოფებოდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები, ასევე საქართველოში შვეიცარიის ელჩიც.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი 4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა.

კომენტარები