ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: პრესკონფერენციაზე გაზეთებმა ვერ დასვეს კითხვა, რაც უნდა გამოსწორდეს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრესსამსახურს მიმართავს, მის პრესკონფერენციებზე ყველას მისცეს კითხვის დასმის საშუალება. პრემიერმა აღნიშნა, რომ 26 მარტის პრესკონფერენციაზე გაზეთებს არ მიეცათ კითხვის დასმის უფლება. ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებით სავარაუდოდ გამოცემა ასავალ-დასავალს გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერმინისტრი ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის "მიზანმიმართულად დაბლოკვაში" დაადანაშაულა.

"მე მინდა, პრესსამსახურს მივმართო, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს მომავალში პრესკონფერენციების გამართვის დროს და ყველას მისცეს თანაბრად უფლება და საშუალება, რომ დამისვას შეკითხვა. მე ვიცი, რომ გაზეთებს არ მიეცათ საშუალება კითხვის დასმის და ეს მიიღეთ როგორც შენიშვნა და მომავალში გამოასწორეთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

26 მარტის პრესკონფერენციის შემდეგ გამოცემა ასავალ-დასავალმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და პრემიერმინისტრი ასავალ-დასავალის ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის და რამდენიმე მედიასაშუალების "მიზანმიმართულად დაბლოკვაში" დაადანაშაულა. მათი განცხადებით, ენმ და ქართული ოცნების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან ახალ ხავერდოვან გადატრიალებას ამზადებენ. 

კომენტარები