ლარის გაუფასურება

ლარი კვლავ უფასურდება - ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.24 ლარი ეღირება

კოლაჟი / ტაბულა

ლარის გაუფასურება კვლავ გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა 0.90 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.24 ლარი ეღირება. 

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 1.66 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.41 ლარი ეღირება.  

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები