მუქარა

ტაბულას წყარო: ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორის მანქანაში ხელყუმბარა იპოვეს

metro.us

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორის გიორგი სულამანაძის სამსახურებრივ მანქანაში ხელყუმბარა იპოვეს. ასევე, მანქანაზე ამოკაწრეს - "წადით - გაფრთხილება". წყაროს ინფორმაციითვე, თავად სულამანაძე კომენტარზე უარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამბობს და შსს-ს განცხადებას ელოდება. შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, დამატებით ინფორმაციას კი მოგვიანებით მოგვაწვდიან. 

გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეკა ბენდელიანი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ფაქტს ვერ დაადასტურებს, რადგან ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.

"როგორც კი რამე დაზუსტდება, დაგიკავშირდებით" - თქვა ბენდელიანმა.

ტაბულა დამატებით ინფორმაციას გარკვევისთანავე მოგაწვდით.

ცნობისთვის, გიორგი სულამანაძე ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორად წინა ხელისუფლების დროს დაინიშნა.

კომენტარები