გემის ჩაძირვა რუსეთში

გემის ჩაძირვას ოხოტის ზღვაში 50-ზე მეტი მეზღვაური ემსხვერპლა

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო

შორეულ აღმოსავლეთში, ოხოტის ზღვაში რუსული ტრალერის Дальний Восток-ის კატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სულ ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის 132 წევრი იმყოფებოდა. 63 მათგანის გადარჩენა მოხერხდა, 15 დაკარგულად ითლება.

გემი ძალიან სწრაფად ჩაიძირა, ისე, რომ ეკიპაჟმა სიგნალის გაგზავნაც ვერ მოასწრო. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ყინულის მასასთან შეჯახება გახდა. ზოგიერთი გადარჩენილის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მათ გაყინულ წყალში დიდხანს ყოფნა მოუხდათ.

გემის ეკიპაჟში, რუსეთის მოქალაქეებთან ერთად უკრაინის, ლიტვის, მიანმისა და ვანუატუს მოქალაქეებიც იყვნენ.

კომენტარები