იპოთეკარების აქცია

იპოთეკარებმა იუსტიციის სახლს ქვები და კვერცხები დაუშინეს

რუსთავი 2

იპოთეკარებმა და ე.წ. ატსტუპნიკებმა იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს. ისინი გამოსახლების პროცესის შეჩერებას და მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ შენობას ქვები და კვერცხები დაუშინეს. საპატრულო პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა.

იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ორი საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. აქციის დროს შეუძლოდ გახდა ორი ადამიანი, რის გამოც იუსტიციის სახლთან სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადები გამოიძახეს. 

კომენტარები