გაერო

გაერო: ისლამისტების რიგებში 25 ათასზე მეტი უცხოელი იბრძვის

ახლო აღმოსავლეთში ამჟამად 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასული 25 ათასზე მეტი უცხოელი მებრძოლი იბრძვის. ამაზე გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტის თანახმად, უცხოელების ასეთი მონაწილეობა ლოკალურ კონფლიქტებში ისტორიაში უპრეცედენტოა, რაც მსოფლიოსთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

22 ათასამდე უცხოელი იბრძვის სირიასა და ერაყში, ერთი წლის განმავლობაში კი მათი რიცხვი 70%-ით გაიზარდა. უცხოელი მებრძოლები არიან ასევე ავღანეთში, იემენში, ლიბიასა და პაკისტანში. გაერო-ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ეს მებრძოლები თავიანთ ქვეყნებს შეუქმნიან საფრთხეს. პირველ რიგში საუბარია ტუნისის, მაროკოს, საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეებზე.  

კომენტარები