ქართული კინო

კინოთეატრებში ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი "კრედიტის ლიმიტი" გამოვიდა

0 კომენტარი
ფოტო: solomonternaleli.files.wordpress.com

დღეს, ქართულ კინოთეატრებში ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი "კრედიტის ლიმიტი" გამოვიდა.

ფილმის მთავარი გმირი, ორმოცი წლის ნინო ერთ-ერთი იმათგანია, ვინც უზრუნველად ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, დღეს კი ცდილობს და ვერ ახერხებს, ფეხი აუწყოს ახალ ცხოვრებას. ის ყველა ღონეს ხმარობს ადრინდელი ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად, თუნდაც, გარეგნულად. ნინო პროცენტიან ვალებს იღებს, ერთი ვალის გასასტუმრებლად იღებს მეორეს და ნელ-ნელა ჩიხში შედის, საიდანაც უკან დასახევი გზა აღარ რჩება.

ნამუშევარი ვენეციის 71-ე კინოფესტივალზე აჩვენეს და არაერთი კონკურსის მონაწილეა. "კრედიტის ლიმიტში" მთავარ როლს ნინო კასრაძე ასრულებს.

დღესვე გამოვიდა კიდევ ერთი ფილმი, სადაც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობს. ევგენი შელიაკინის ნამუშევარი "შავი და თეთრი" კომედიაა, სადაც ნინიძესთან ერთად კახი კავსაძეც თამაშობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები