თავისუფალი დემოკრატები საკრებულოში

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" საკრებულოში საქმიანობას წყვეტს

პარტია თავისუფალი დემოკრატების ინფორმაციით, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები საკრებულოში საქმიანობას წყვეტს. ამასთან, ფრაქციის წევრები პარტიიდანაც გარიცხეს.

"პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ თანდათან გამოიკვეთა აშკარა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობას შორის. ფრაქციის წევრებს პარტიაში არაერთხელ მკაფიოდ განემარტათ წარმოქმნილი განსხვავებების პრინციპული მნიშვნელობა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, შეძლებდნენ თუ არა პარტიასთან ერთად მკაფიო და თანმიმდევრული ოპოზიციური პოლიტიკის გატარებას ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიმართ. სამწუხაროდ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ ხელისუფლების რეალური ოპონირებისათვის. ამგვარად, მათი არჩევანის შესაბამისად, ისინი დღეიდან აღარ არიან პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის საკრებულოში წყვეტს საქმიანობას", - წერია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრები იყვნენ - გიორგი მუსხელიშვილი, გიორგი ახვლედიანი, ლია ჯახველაძე და ილია ჯიშკარიანი.

კომენტარები